| ემი ჯეიდ უაინჰაუსი (ინგლ. Amy Jade Winehouse; 14 სექტემბერი, 1983 — 23 ივლისი, 2011) ბრიტანელი სოულ, ჯაზ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ტექსტების ავტორი. ნამდვილი ვარსკვლავობისთვის ყველაფერი ჰქონდა: შესანიშნავი ხმა, კარგი მსახიობური და კომპოზიტორული მონაცემები...მისი 2003 წლის სადებიუტო ალბომი — Frank მერკურის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2007 წლის 14 თებერვალს მან მიიღო ჯილდო „Brit Award" საუკეთესო ბრიტანელი შემსრულებელი ქალბატონის ნომინაციაში, ისევე როგორც სამჯერ - აივორ ნოველოს ჯილდო. გამოსცა ორი სტუდიური ალბომი. ––––––––––––––––––––––––––––– "ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის მუსიკა იყო. ბინძურ ორმოში ცხოვრებაზეც დავთანხმდებოდი, თუკი რეი ჩარლზთან შეხვედრას შემპირდებოდნენ", – Amy Winehouse /ემი ვაინჰაუსი |
0 Comments
|